სარდაფების და ეზოების დეზინსექცია

04 ივლისი 2016, 00:00 2364 ნახვა

ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაცია გრძელდება. მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალური ხსნარით იწამლება ე.წ. იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები, ნაგავშემკრები კონტეინერები, ღია არხები და დაჭაობებული ტერიტორიები. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია - ლიფტებისა და სარდაფების მღრღნელების საწინააღმდეგო სითხით დაწამლვა. პროგრამას მერიის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 302 ათას 396  ლარია გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში