ბათუმში აკუმულატორის ქურდობისთვის პოლიცია გამოიძახეს ​

07 მარტი 2018, 00:00 6515 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში, მიკროავტობუსში აკუმულატორი მოიპარეს. ქურდობის ფაქტი, სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა.

ვეფხვია ბერიძის თქმით, დღეს მანქანის ამუშავება ვერ შეძლო და პოლიცია გამოიძახა.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი ფაქტები დასახლებაში, ბოლო პერიოდში გახშირდა. დაახლოებით 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ''დანაშაულს ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან, რის გამოც მათ სამართალდამცველები ვერ აკავებენ'' - ამბობს დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.  

ე.წ. ოცნების ქალაქში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი