საგამოძიებო ფილმის ავტორებს პოლიცია ინფორმაციას თხოვს

05 მარტი 2018, 00:00 3185 ნახვა

25 მოზარდის პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები არსებული ვითარებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუდია REC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი გავიდა.

გამომძიებლებმა, ჟურნალისტებს, იმ მოზარდების ვინაობის დასახელება სთხოვეს, რომლებიც ფილმში არიან ნაჩვენები,  თუმცა მათი იდენტიფიცირება რა თქმა უნდა შეუძლებელია.

“ბუნებრივია გამოვიყენეთ უფლება და დავიცავით კონფიდეციალობა” – აცხადებენ ფილმის ავტორები. ის რაც პოლიციელების ფუნქციაა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეითავსა, “იალქანმა” აღმოაჩინა და შეიფარა მსხევრპლები, ახლა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, პოლიციელები ისევ ამ ორგანიზაციას სთხოვენ დეტალურ ინფორმაციას და კონკრეტულ ფაქტებს.

საქმეს აჭარის მთავარი სამმართველო იძიებს, არადა ამ სამმართველოს დაქვემდებარებულ პოლიციელებს მოზარდები უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი