მიმდინარე თვეში პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ ცვლილებების შეტანასა და გენდერული კვოტების შემოღებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად , პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან საარჩევნო სიების წარდგენისას 50%- იანი გენდერული ბალანსის პრინციპით ისარგებლონ და სიაში ყოველი მომდევნო წევრი განსხვავებული სქესის კანდიდატი ჰყავდეთ.
ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა ბათუმის დემოკრატიის სკოლაში შედგა. ,, რატომ გვჭირდება გენდერული კვოტები’’ – ამ სახელწოდების დისკუსიას საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.