ბათუმის ახალი ბულვარი. სანაპირო ძლიერი ღელვის შემდეგ ასე გამოიყურება.

შტორმმა სანაპიროზე ქვიშა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა სახის ნაგავი გამორიყა.

ბათუმში გუშინ, მთელი დღის განმავლობაში წვიმდა. ღამით, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაეცა.

ზღვისპირა ქალაქში დღეს მზიანი ამინდია.

ფოტო: მარი ბოლქვაძე