ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია - პრეზენტაცია

01 მარტი 2018, 00:00 2038 ნახვა

ძველი ბათუმის ქუჩებში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ასევე პარკირება შესაძლოა დაწესდეს მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ - ინიციატივას ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს.

საჯარო განხილვაზე დღეს დაინტერესებულ პირებს მერიის წარმომადგენელმა, ასევე პროექტ ,,მწვანე ქალაქის” ხელმძღვანელმა დეტალურად გააცნო დოკუმენტის მიზნები და ამოცანები. ითქვა, რომ სტრატეგია 2018-2030 წლებზეა გათვლილი და იგი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა: პარკირების დაგეგმვა, ელექტრომობილისა და ველოქსელის განვითარება ქალაქის მასშტაბით, ასევე ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრთათვის გადასასვლელი პუნქტების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი რეგიონული ტერმინალების მოწყობა.

ტაქსებისათვის კი მონიტორინგის, ე.წ. ჯიპიარესის სისტემის მოთხოვნა. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ პრობლემა შემუშავებული სტრატეგიის აღსრულებაშია. დოკუმენტი 800 გვერდიანია და მასზე უცხოელთან ერთად ქართველმა სპეციალისტებმა, სამი წლის განმავლობაში იმუშავეს. იგი განსახილველად  საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.  პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური  მხარადჭერით მომზადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი