შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 12-ვე ოჯახს დახმარება გაეწევა. საკითხი დღეს შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყდა.
ყველაზე მეტი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან შევიდა, ორი ხანძრის შედეგად დაზარალებული 5 კი ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო.
მათგან 6 ოჯახის საცხოვრებელ სახლს აღდგენა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება, ერთ ოჯახს კი ახალი სახლის მშენებლობა. ასევე დახმარება გაეწევა ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს