ბათუმში ადგილობრივი გარემოვაჭრეების გარდა, მეზობელი რეგიონების მოვაჭრეებიც გვხდებიან

01 მარტი 2018, 00:00 3142 ნახვა

​ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ გარევაჭრობა ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადაჭრა კომპლექსურად უნდა მოხდეს.

"აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქში არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა გვხდება, არამედ გარემოვაჭრეები მეზობელი რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ასე ვთქვა, გარევაჭრობის იმპორტირება ხდება, არ ვაკონკრეტებ  რეგიონებს, რადგან არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, მთავარია ეს პრობლემა გადაიჭრას" - აცხადებს ლაშა კომახიძე. 

მერის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, ღამით დახლებს შლიან და ტერიტორიას ასუფთავებენ, თუმცა რამდენიმე დღეში, გარემოვაჭრეები  ვაჭრობას ისევ აგრძელებენ. 

"​რეაგირება გვაქვს მკაცრი, კვირაში ერთხელ, კონფლიქტი თავიდან ასაცილებლად, ღამით  ხდება დახლების აღება, მაგრამ ისევ ჩნდება ეს დახლები. საოცრად დიდი ნიჭი აქვთ ამ ადამიანებს. გარემოვაჭრეების შეჩერება შეუძლებელია ალტერნატიული ტერიტორიების შეთავაზების გარეშე. პროცესი მიბმულია ორ საკითხზე - სად დგას ეს ხალხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ავტოტრანსპორტის თავშეყრის ადგილებზე. აუცილებელია  ახალი სატრანსპორტო ტერმინალები შეიქმნას, სადაც ბუნებრივად გაჩნდება თავშეყრის ადგილები და გარემოვაჭრეებისთვის იქ გადასვლა საინტერესო გახდება. ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ძველი ავტოსადგურის ბედზე, ამაზე ​მეტს ამ თემაზე დღეს არ ვიტყვი" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი