საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებაზე, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და წვრილმან ხულიგნობაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება. კერძოდ, 100 ლარის ნაცვლად წვრილმანი ხულიგნობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს.
ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – პირს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.