გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მოსახლეობა ხეების მოჭრას აპროტესტებს. მათი ინფორმაციით, “მმს გრუპი” ბენზინ გასამართი სადგურის აშენებას გეგმავს. სწორედ ამიტომ, სამი ევკალიპტის მოჭრა გახდა საჭირო. ადგილზე პოლიცია და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ გამოძახებული.
ბათუმის გამწვანების სამსახურში კი განმარტეს, რომ მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვა აქვს და საკუთარი შეხედულებისამებრ ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრის უფლება აქვს. თავად კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.