გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია

03 ივლისი 2016, 00:00 2812 ნახვა

გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გუშინ 1/4-ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებს დარჩა. პირველი გოლი 65-ე წუთზე მესუთ იოზილის ანგარიშზეა. მატჩის 76-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლეონარდო ბონუჩიმ მოახდინა - 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. მიუხედავად მცდელობებისა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამიტომ, მატჩის ბედი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. პენალტების სერიაში კი ანგარიშით 6:5 გამარჯვება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა. ამ გამარჯვებით გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. დღეს, თბილისის დროით 23 საათზე 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, რომლის წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში გერმანელებს შეხვდება.

ამავე კატეგორიაში