ორმაგი აფეთქება მოხდა სომალის დედაქალაქში

24 თებერვალი 2018, 00:00 1806 ნახვა

ორმაგი აფეთქება მოხდა სომალის დედაქალაქში. სააგენტო ,,როიტერის" ინფორმაციით, ორ მანქანაში ჩამონტაჟებული ორი ბომბი მოგადიშუში პრეზიდენტის რეზიდენციასა და მასთან მდებარე სასტუმროსთან ამოქმედდა.

ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება ,,ალ შაბააბის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. 20 დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უსაფრთხოების დამცველებმა 5 ტერორისტი ადგილზე მოკლეს. ,,ალ-შაბააბი" სომალის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას 2007 წლიდან მართავს და გაეროს ჰუმანიტარულ საქმიანობას ხელს უშლის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი