ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავეს

23 თებერვალი 2018, 00:00 5082 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში, თურქეთის სამი და უზბეკეთის ერთი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ, მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“, ნივთმტკიცებად ამოიღო.

მათი საცხოვრებელი სახლი ჩხრეკისას კი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 427 აბი ''ექსტაზი'' აღმოაჩინეს.

დაკავებულია ასევე ბრალდებულებთან კავშირზე მყოფი მოქალაქეებიც, რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი ''ექსტაზი'' ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დღეს გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისათვის 20 პირი დააკავეს, აქედან 5 ნარკორეალიზატორია.  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.  

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი