მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნა

22 თებერვალი 2018, 00:00 1845 ნახვა

''მაუწყებლობის შესახებ'' კანონპროექტს შესაძლო პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს. საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტი პრეზიდენტს გუშინ გადაუგზავნა. იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი მის უფლებამოსილებას არ გამოიყენებს ამ მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების მისაღებად 7 დღიანი ვადა აქვს. თუ ირაკლი კობახიძე მოაწერს ხელს, დოკუმენტი 5 დღეში საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება და ძალაში შევა. პარლამენტმა გუშინ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 83 ხმით მხარი დაუჭირა კანონის პირველად რედაქციას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი