''იალჩინის'' თანამშრომლებს ხელფასები მაღაზიის დანაკლისის გამო დაუქვითეს - ინფორმაციას გაფიცულები ავრცელებენ

21 თებერვალი 2018, 00:00 4137 ნახვა

ბათუმში, სუპერმარკეტ "იალჩინის" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ მარკეტის მენეჯმენტმა მათ  ხელფასები 50% დაუქვითა, რადგან ქსელში პროდუქციის დანაკლისი დაფიქსირდა. ტელეკომპანია იმედთან გაფიცულები ყვებიან, რომ ეს არის მათი შრომითი უფლებების დარღვევა, რადგან უდანაშაულო თანამშრომლების ანაზღაურება შეეწირა ამ ფაქტს გაფრთხილების გარეშე. 

"ყველას დაგვაკლეს 50%-მდე, მაღაზიაში რეალურად არის დანაკლისი, თუმცა ჩვენ, ვინც არაფერ შუაში ვართ მოვყევით ამ ამბავში.450 ლარი მაქვს ხელფასი და ავიღე 254 და რატო ამაზე პასუხის გამცემი არ მყავს" - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.  

"400 ლარი მაქვს ხელფასი და მეუბნენბიან დანაკლისი დავთვალეთ და დანამშრომლებმა უნდ აგადაფაროთო" - ყვება ერთ-ერთი თანამშრომელი. 

გუშინ თანამშრომლბს მარკეტის ადმინისტრაციის წევრებიც შეხვდნენ,თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.

რა პოზიცია აქვს მენეჯმენტს საზოგადოებრივი მაუწყებელი მთემაზე მუშაობას განაგრძობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი