მედიაორგანიზაციები ''მაუწყებლობის შესახებ'' კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20 თებერვალი 2018, 00:00 1642 ნახვა

მედიაორგანიზაციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსა და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მედიაორგანიზაციებისთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება, ისევე როგორც მიუღებელია მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები „პოლიტიკურ აქტივად” მოიხსენიებოდეს.

ციტატა: “კანონპროექტის განხილვის პროცესში მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც არაერთგზის წარუდგინა პარლამენტს დასაბუთებული არგუმენტები. იმედი გვაქვს პარლამენტის თითოეული წევრი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მხარს არ დაუჭერს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქციის ამოქმედებას.”-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, მაუწყებლობის შესახებ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი