გაუთქმელობის ვალდებულების  ნორმის  შეცვლა – განხილვა  საკონსტიტუციო  სასამართლოში

20 თებერვალი 2018, 00:00 1952 ნახვა

გაუთქმელობის ვალდებულებასთან დაკავშირებული ნორმები ბუნდოვანია და  არათანაბარ პირობებში აყენებს დაცვის მხარეს - აცხადებენ ე.წ-ლი ''ციანიდის საქმის'' ადვოკატები  და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას ასაჩივრებენ, რომელიც მხარეებს გამოძიების მიმდინარეობისას საქმის შესახებ მონაცემების გახმაურებას უკრძალავს.

მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მათ ამის გამო ვერ შეძლეს სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ეს ყველაფერი კი მათი თქმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის სამართლიანი  დაცვისა და  სამართლიანი სასამართლოების უფლებებს, დისკრინამციის აკრძალვასა და გამოხატვის თავისუფლებას. დაკავებული დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარეს ეს შეზღუდვა არ აქვს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი