საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელი მიიღო. როზარია პულისმა გიორგი მარგველაშვილს საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო, როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას განიხილეს ასევე, ის დღის წესრიგიც, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს.