ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე უგონო მდგომრეობაში იმყოფება, ინფორმაციას ქობულეთის საავადმყოფოს მედიკოსები ავრცელებენ.
კლინიკის მენეჯერი ირინა დოლიძე ამბობს, რომ 35 წლის მამაკაცს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა.
როგორც კლინიკის დირექტორი ირინა დოლიძე აცხადებს, პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.
ინციდენტი ქობულეთში, გუშინ ღამით მოხდა. ცოლმა ქმარი ბასრი იარაღით დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.