მედიასწავლება” ღირსეული პასუხი- 2016”

02 ივლისი 2016, 00:00 3447 ნახვა

მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ დაიწყო. რეპორტიორებს ფრონტის ხაზზე მუშობის თავისებურებებისა და ექსკლუზივის მოპოვების გზების, სამხედრო თემების გაშუქების და სტრესის დაძლევის მექანიზმების შესახებ სპეციალური სემინარები ჩაუტარდათ. მედიასწავლების მონაწილეები დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით 24- საათიან რეჟიმში სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება 2, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები ექსპერტების შეფასებებს მოისმენენ და შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი