საქართველოსადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიება მიუნხენში

18 თებერვალი 2018, 00:00 1727 ნახვა

"საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით, "-ეს გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე საქართველოს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ლიტერატურასა და პოლიტიკაში ქვეყნის ევროპულ სულისკვეთებაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი