კორპუსი ეკომიგრანტებისა და დევნილებისთვის. ტაბიძის ქუჩაზე ორი 16 სართულიანი სახლი შენდება, სადაც ბინებს 164 დევნილი ოჯახი და 208 ეკომიგრანტი მიიღებს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც სოფელ წაბლანაში სტიქიის დროს დაზარალდნენ. აჭარაში მცხოვრებმა დევნილებმა კი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, განაცხადით საქართველოს განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს უნდა მიმართოს.
რეგისტრაცია 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. ოჯახებს ბინები სავარაუდოდ სექტემბერში გადაეცემათ. მიმდინარე სამუშაოები დღეს სოზარ სუბარმა და ზურაბ პატარაძემ დაათვალიერეს. მათი განცხადებით, პროექტისთვის 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მათგან 3 მილიონი აჭარის მთავრობამ გამოყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ''ჯი2 ბილდინგი'' აწარმოებს.