ხვალ, 17 თებერვალს, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და აცივდება. 18 თებერვლის დილის 8 საათიდან 19 თებერვლის 13:00 საათამდე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო ზოლში იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალი ღელვა.
foto: დათო ტრაპაიძე