პარლამენტის  თავმჯდომარის და  მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების  მეორე შეხვედრა

16 თებერვალი 2018, 00:00 1727 ნახვა

კამათი მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. სხდომა დატოვა ტელეკომპნია ,,კავკასიის” ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა მას შემდეგ რაც იგი  პარლამენტის თავმჯდომარემ ტყუილში დაადანაშაულა და  უთხრა, რომ ის ციფრები, რომელიც სატელევიზიო რეკლამის ბაზრის ფინანსურ მონაცემებს ეხებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მანამდე კი ქვეყნის პირველ კანონმდებლებს ჯანგირაშვილმა დესტრუქციული უწოდა.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მზარდია და არა პირიქით. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტის მიერ შეთავაზებული ვარიანტით საფრთხე ექმნება რეგიონულ ტელევიზიებს.  კომერციული რეკლამის განთავსებასა და შესყიდვების ნაწილზე გაამახვილა ყურადღება საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, რომელიც აცხადებს, რომ მაუწყებელი საქონელსა და მომსახურებას კვლავ შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით შეისყიდის. 

ამავე კატეგორიაში