სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15 თებერვალი 2018, 00:00 5935 ნახვა

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. მაია მიმინოშვილის განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. შესაბამისად, მას კონკრეტული ქულა აღარ დაეწერება. მისივე განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეული საგნისთვის დამატებით ნიმუშებს გამოაქვეყნებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ, რათა შეექმნათ სწორი წარმოდგენა საგამოცდო დავალებებზე. გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი