რეკლამის არარეგულირებული სივრცე -

13 თებერვალი 2018, 00:00 3362 ნახვა

ქალაქში პარკინგის ადგილებს თვეობით ამორტიზებული ან დაზიანებული ავტომანქანები იჭერენ, რომლებსაც სარეკლამო ფუნქცია აქვთ. 

ადამიანების ჯგუფს, უკვე დაზიანებულ, დაბალი ღირებულების ავტომობილებზე სარეკლამო ბანერები აქვთ განთავსებული და ბანერზე ადგილებს აქირავებენ.

საბარგულზე დადგმულ მსუბუქ კონსტრუქციებზე სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო მასალა შეგხვდებათ. მოქალაქეებს, ძირითადად რუსულენოვან ტურისტებს, სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ, ზოგი ბინებს ყიდის, ზოგი საცეკვაო სტუდიებს უწევს პოპულარიზაციას, ზოგი კი კლუბებს შესახებ ათავსებს ინფორმაციას. 

მანქანები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეგხვდებათ, დრამატულ თეატრთან, ევროპის მოედანთან, სანაპირო ზოლთან და ა.შ.

 

ქუჩაში სარეკლამო მასალების განთავსება რეგულირებადია და წესები ბათუმი საკრებულომ 2010 წლის 30 ნოემბერს დაადგინა. დადგენილებით განისაზღვრა ​გარერეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი, თუმცა, მოძრავ საშუალებებზე რეგულაციები არ ვრცელდება, დადგენილება არც იმ ვარიანტზე ამბობს რამეს, როცა მოძრავ საშუალებას სტატიკურად იყენებენ და გარე რეკლამის ფუნქციას ასრულებს. 

შესაბამისად, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ სახის რეკლამირებაზე რეაგირება ვერ ექნებათ. ავტომანქანები საპარკინგე სივრცეში დგანან და მოცემულ სიტუაციაში კანონს არ არღვევენ. 

სარეკლამო ავტომანქანებს აპროტესტებენ მოქალაქეები, აჭარის მაუწყებელს რამდენიმე მოქალაქემ მოწერა. მათი თქმით, ამორტიზებული ავტომანქანები, ერთის მხრივ, ისეც გადაჭედილ საპარკინგე სივრცეებს თვეობით იჭერენ, მეორეს მხრივ კი, ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს. 

 

ფოტო: ზურა ნემსიწვერიძე 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი