3 მთავარი საკითხი და გაფართოვებული სხდომა მრჩეველთა საბჭოში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ შეხვედრა გამართა მაუწყებლის დირექტორთან და არხის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან.
დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 4 გადაცემის ხარჯზე კორექტირება განხორციელდა და გაიზარდა ბიუჯეტი, ამასთან, ისევე როგორც გასულ წლებში, გადაწყდა აუდიტის მომსახურების შესყიდვა.
იმსჯელეს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე. რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა განცხადებები, რეპლიკები და რეკომენდაციები – ძირითადად კამათი გამოიწვია დოკუმენტური ფილმების გარე-წარმოებაზე გატანის საკითხმა, ასევე ბადეში ჩაშვებულმა საბავშვო გადაცემამ, რომელსაც მმართველთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების უმრავლესობა იწუნებს.
რა ბრალდებებს უყენებენ მაუწყებლის დირექტორს და როგორია ნათია კაპანაძის პასუხები და არგუმენტები.