ბათუმში ბუნებრივი აირი ქალაქის დიდ ნაწილს არ მიეწოდება, როგორც კომპანია "სოკარ გაზი აჭარაში" განმარტავენ გარკვეულ უბნებში გაზის მიწოდება აღდგენილია. ამ დროისთვის, ბათუმში 15 ათასამდე აბონენტია ქსელში ჩართული.
რაც შეეხება ქალაქის დანარჩენ ნაწილს, გაზით მომარაგება ბათუმში სრულად დღის ბოლომდე აღდგება. კომპანიის ინფორმაციით, გაზის გათიშვა გურიის ტერიტორიაზე გაზის მილის გამოცვლის საჭიროებას უკავშირდება, რაც ამ დროისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.
კომპანია აფრთხილებს მოქალაქეებს ყურადღებით დაკეტონ ბინებში შემავალი ჩამკეტები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 16 114.