ხვალ, 6 თებერვალს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება 82 ათასამდე აბონენტს. "სოკარ ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა აჭარასა და გურიაში გავრცელდება.
ბუნებრივი აირი დილის 8 ნახევარზე (07:30) გაითიშება და დღის 3 საათიდან ეტაპობრივად ჩაირთვება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება.
აჭარის რეგიონული ოფისი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და ბუნებრივი აირის გათიშვის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ გაზის დანადგარებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები.