საკანონმდებლო პაკეტი მანდატურის სამსახურის შესახებ

05 თებერვალი 2018, 00:00 2118 ნახვა

საჯარო სკოლებში მანდატურად მუშაობის უფლება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე, 21 წელს ზემოთ ასაკის მქონე პირს ექნება. იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

კანონპროექტი შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა მოამზადეს. კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით, როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას. დოკუმენტი დღეს აღნიშნული უწყების წარმომადგენლებმა  განიხილეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი