საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემები და ფინანსური კრიზისი იყო შეხვედრის თემა სამოქალაქო სექტორსა და მედიის წარმომადგენლებს შორის. არასამთავრობოებმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, ისინი მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ “დისკუსიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადეგნლებიც ესწრებოდნენ.
რამდენიმე თვის წინ 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა ინიციატივით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი პრობლემები პარლამენტში განეხილათ, თუმცა თანხმობა ამ დრომდე არ მიუღიათ.