სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციასა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებს შორის. სოფელ ციხისძირში ცენტრალურ მაგისტრალზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხის ტოტების მოჭრის სამუშაოები გააპროტესტეს. მათი თქმით, ტერიტორია ხეების გადასატანად მზადდება. ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადაზიდვა მაგისტრალური გზით იგეგმება.
ქობულეთის გამწვანების სამსახურის უფროსის განცხადებით კი, ცენტრალური მაგისტრალის გზის სავალ ნაწილზე ევკალიპტისა და სხვადასხვა ჯიშის ხეების გასხვლა, ავტომობილების უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით მიმდინარეობს და ხეების გადატანის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. სამუშაოები დახლოებით 3 კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს.