ძველი ბათუმის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იმუშავებს

01 თებერვალი 2018, 00:00 2885 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ძველი ბათუმის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე მუშაობას იწყებს. კვლევებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩაატარებს, თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, დოკუმენტის გასაწერად და კვლევების ჩასატარებლად 180 ათასი ლარი დაიხარჯება.

‘’საკითხზე  პროფესიონალები იმუშავებენ. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ეს არ იქნება ჩაკეტილი ჯგუფები, პროცესში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.’’ - ამბობს სულხან ღლონტი.

ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა დღეს ქალაქის ისტორიული ზონის დაცვისა და განვითარების საკითხებზეც ისაუბრა. 

‘’ეს არ იქნება სულხან ღლონტის, ან ბათუმის მერის გემოვნებით გადაწყვეტილი საკითხი. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის. ვინც ხელისუფლებაში მოვიდა ყველამ თავისი გემოვნებით გააკეთა. ადამიანები კი ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ქალაქს ერთიანი სული უნდა ქონდეს. 10-15 წლის შემდეგ შეიძლება ბათუმის ქუჩებში ვისეირნოთ და  ‘’ბათუმი’’ ვეღარ ვნახოთ’’ - თქვა სულხან ღლონტმა შეხვედრაზე.

ახალი ინიციატივები და პროექტები დღეს გამართულ შეხვედრაზე გახმოვანდა. ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი