ხულოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ელექტროენერგია სოფლების დიდაჭარის, ხიხაძირის, დიოკნისის, რიყეთისა და დანისპარაულის, 2 000 მდე აბონენტს არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველწლიურად აწუხებთ. უხვი ნალექის მოსვლის დროს ელექტროენერგია ითიშება. ოჯახებს კი რამდენიმე დღის განმავლობაში, დენის გარეშე უწევთ ყოფნა.
კომპანია ‘’ენერგო-პრო ჯორჯიას’’ წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯგუფები დაზიანებულ მონაკვეთებამდე ვერ მიდიან, რადგან სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ არის.
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა.
რაც შეეხება გზებს, ამ დროისთვის დაბალი გამავლობის ავტომობილისთვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შეზღუდულია.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელის ინფორმაციით, 14 ერთეული ტექნიკა სხვადსხვა მიმართულებით მუშაობს.