საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ხაზი გაუსვა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასაც. საქართველოს და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.