გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აზერბაიჯანის კონსულთან

30 იანვარი 2018, 00:00 1831 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან, რაშად ისმაილოვთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის თანამდებობიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი