ქართველ სპორტსმენს ლევან გორგაძეს საიმპერატორო თასი საზეიმოდ გადაეცა. მან “ჰაცუ ბაშო 2018”-ზე, ჩემპიონის რანგში ბოლო ბრძოლაც მოიგო და იაპონელი ენდო შოთა დაამარცხა.
იმპერატორის თასზე ტოჩინოშინმა 14 გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. მან ტიტული ვადამდე გაინაღდა. სხვა დროს საიმპერატორო თასი დასავლეთის ქვეყნებიდან მხოლოდ 2008 წელს ბულგარელმა, 2012 წელს კი ესტონელმა სუმოისტმა მოიპოვა.
დღევანდელ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ. ქართველი სუმოისტის უპრეცედენტო გამარჯვება ქართველ ხალხს მიულოცა საქართველოს ვიცე - რემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში ქართული დიასპორის როლს გაუსვა ხაზი.