აგრონომიის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებისთვის აგრონომებს სერთიფიკატები გადაეცათ. 6 თვის განმვლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან პრაქტიკოს აგრონომებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელ სასოფლო სამეურნეო კულტურებს, გაეღრმავებინეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რასაც შემდეგ ფერმერებს გაუზიარებენ. პროექტი “იუსეაიდის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.