5 წლის წინ შეჩერებული მშენებლობა და 24 სპორტული ჯგუფი პირობების გაუმჯობესების მოლოდინში

26 იანვარი 2018, 00:00 2703 ნახვა

ამორტზებული სპორტ-სკოლა ქობულეთში. შენობაში, რომელიც 6 სახეობის სპორტს 300-ზე მეტი მოზარდი ეუფლება, არასათანადო პირობებია. სახურავიდან წყალი ჩამოდის, გათბობის სისტემა არ არსებობს, გასახდელი მოსაწესრიგებელია, საპირფარეშოში შესვლა კი სახიფათო - იქ ჭერი სანახევროდ ჩამონგრეულია. ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტ-კომპლექსის მშენებლობა 6 წლის წინ, წინა ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა მთავრობის ცვლილების შემდეგ, კომპანიასთან, სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების მოტივით, ხელშეკრულება შეწყდა. პროექტი 5 წელია გაჩერებულია.

ერთი წლის წინ ქობულეთის გამგეობაში გვეუბნებოდნენ, რომ დაწყებული მშენებლობის მდგრადობას სწავლობდნენ, ერთი წლის შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ ექსპერტიზის პასუხი ახლახანს მიიღეს და ახლა უკვე ხარჯთაღრიცხვა უნდა შედგეს. მოკლედ უცნობია, როდის დაიწყება, ან ვინ დააფინანსებს მშენებლობას.

ამავე კატეგორიაში