პეტიცია რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მხარდასაჭერად

25 იანვარი 2018, 00:00 3078 ნახვა

რადიო „თავისუფლების“ ქართული  რედაქციის მხარდასაჭერად პეტიცია მომზადდა.

„ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოში არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას’’ - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 პეტიციის ავტორები წერენ, რომ აღნიშნული მედიასაშუალება  მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. 

‘’მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას ამჟამად პრობლემები ექმნება სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის და საქართველოში სატელევიზიო პარტნიორების შერჩევის თვალსაზრისით. რადიო თავისუფლების ქართული სამსახური არის მნიშვნელოვანი თავისი მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს ამ რადიოს გავლენას, რომელიც მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება’’ - წერია დოკუმენტში.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა BBG Watch წერდა, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობდა. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2-თან“ თანამშრომლობას აძალებდა და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

სტატიის მიხედვით, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან იმ არგუმენტით, რომ ეს თანამშრომლობა რადიოს სანდოობას დაუკარგავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი