დავოსში  პრემიერის  ვიზიტი  დასრულდა

24 იანვარი 2018, 00:00 1972 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაასრულა. გიორგი კვირიკაშვილმა ვიზიტს წარმატებული და პროდუქტიული უწოდა. მანამდე კი  დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებს, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი