რა იცვლება აჭარის კონსტიტუციის შეცვლით რეგიონის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობისთვის? ოპოზიცია ამტკიცებს რომ უფლებები მცირდება, მმართველი გუნდი კი ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის ნაწილში გაძლიერებას პროგნოზირებს. რაშიც მაგალითად ძალოვანი უწყებების რეგიონული ხელმძღვანელი პირებისთვის კითხვების არსებობის შემთხვევაში, მისი ოფიციალურად დასმის შესაძლებლობას გულისხმობენ.
კონსტიტუციაში ასევე ჩაიწერება ის რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებული იქნება უმაღლეს საბჭოს წლიური ანგარიში ჩააბაროს. დაგეგმილი ცვლილებები დღეს ქედაში განიხილეს. საუბარი შეეხო საკუთრების უფლებას ტყეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული გამგებლობის სფეროებს და სამინისტროების რაოდენობის შესაძლო გაზრდას.