გადაიდება თუ არა მეორედ ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში

24 იანვარი 2018, 00:00 2674 ნახვა

მუსიკოსი ელტონ ჯონი საგასტროლო საქმიანობას წყვეტს - ირწმუნებიან ბრიტანული ტაბლოიდები. მომღერლის წარმომადგენლები ამ ინფორმაციის კომენტირებაზე პრესკონფერენციამდე უარს ამბობენ, რომელიც დღეისთვის იგეგმება. ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ ელტონ ჯონი შემდგომი კარიერის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

გადაიდება თუ არა მეორედ მომღერლის კონცერტი საქართველოში. ბრიტანელი პოპ მ​უსიკოსი

საქართველოში 2017 წელს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა "ბლექ სი არენაზე" ჩანიშნული კონცერტი გადაიდო. დაანონსდა, რომ ელტონ ჯონი ქვეყანაში 2018 წლის 30 ივნისს და პირველ  ივლისს  ჩამოვა. 

ამ თემაზე განმარტებებს 70 წლის მუსიკოსი  დღეს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. ვარაუდობენ, რომ იგი გამოსათხოვარ მსოფლიო ტურს დააანონსებს.

სერ ჯონი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკონცერტო შემსრულებელია. 2017 წელს სამხრეთ ამერიკაში გასტროლებისას ბაქტერიული ინფექცია დაემართა, რის გამოც მომღერალი იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი 9 მუსიკალური შოუ გადაედო. 28 იანვარს ჯონი მომღერალ მაილი საირუსთან ერთად გრემის დაჯილდოებაზე უნდა გამოვიდეს.

https://www.mirror.co.uk/3am/celebrity-news/world-exclusive-elton-john-quits-11905414

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი