გროზნოს მერის საიდუმლო ვიზიტი ბათუმში

23 იანვარი 2018, 00:00 3311 ნახვა

რას უკავშირდება რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, გავლენიანი მაღალჩინოსნის ჩამოსვლა საქართველოში? ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ რომ ამის შესახებ არაფერი იციან. უფრო მეტიც ამბობენ, რომ მუსლიმ ხუჩიევი არ არის შეყვანილი არცერთ სიაში, რომლის მიხედვითაც გარკვეულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ.

ჩეჩნეთის დედაქალაქის მერმა საქართველო სავარაუდოდ უკვე დატოვა. უცნობია ვის შეხვდა ქვეყანაში, ან რას შეეხო საუბარი. ხუჩიევის ჩამოსვლას წინ უძღოდა რამზან კადიროვის განცხადება.

ჩეჩნეთის ლიდერმა გასული წლის ბოლოს თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით თქვა რომ ტერორისტული დაჯგუფებები საქართველომდე მივიდნენ და ჩეჩნეთამდე მიღწევის შემთხვევაში ისინი მათ გაანადგურებენ. რას უკავშირებენ ხუჩიევის საქართველოში ჩამოსვლას ექსპერტები და რას ამბობენ სამთავრობო უწყებებში?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი