სინოპტიკოსები ბათუმში თოვლ-ჭყაპს პროგნოზირებენ

23 იანვარი 2018, 00:00 7637 ნახვა

ბათუმში ხვალ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გაძლიერდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 20-25 მეტრ წამამდე. ტემპერატურა + 7 გრადუსი იქნება.

25 იანვარს ზღვისპირა ქალაქში ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის სახით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ასევე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია - ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მთაში თოვლი და ქარბუქი.

ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია.

საქართველოში კვირის ბოლომდე  ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.  

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი