ხანძარი ერთდროულად სამ სოფელში

22 იანვარი 2018, 00:00 10877 ნახვა

ბათუმთან ახლოს, სამ სოფელში ახალშენში, განთიადსა და ერგეში მეხაძრეები უკვე რამდენიმე საათია ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, მაშველები ერთდროულად სამ ლოკაციაზე იმყოფებიან. ადგილები მიუვალია, ამიტომ შემთხვევის ადგილამდე სპეციალური ტექნიკის  მიყვანა ვერ ხერხდება. პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა.

სოფლებში განთიადში, ერგესა და ახალშენში ცეცხლი ეკალბარდს უკიდია. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ცეცხლის კერები დასახლებულ პუქტთან ახლოს არ არის, მოსახლეობას კი საფრთხე არ ემუქრება. ტერიტორია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

სამაშველო სამსახურში, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობას ასახელებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში