ტელეკომპანია ტვ პირველმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ სავარაუდოდ ციანიდი შეიძინა 2 ათას 500 დოლარის სანაცვლოდ.
ტელეკომპანიიის ინფორმაციით, საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა პირველად დაადასტურა, რომ გამოძიებას ჰყავს ეჭვმიტანილი პირი, რომლისგანაც სასულიერო პირმა სავარაუდოდ ციანიდი შეიძინა.
ტელეკომოპანიის ინფორმაციით, ეს პიროვნება დეკანოზის ახლობელი ლაშა დვალიშვილია. გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურორის ვერსიას აბსურდულს უწოდებს და დეკანოზის გარემოცვაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.