საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე “სტატეჯიქ აუთლუქ- ეურაზია”.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.
საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და “თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებიან.