ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი შენდება

21 იანვარი 2018, 00:00 4857 ნახვა

ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი შენდება. 20 000 მაყურებელზე გათვლილი მოედანი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას ოფიციალურ პირებთან ერთად, პატარა სპორტსმენები, ვეტერანი ფეხბურთელები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩაუშვეს. მათი განმარტებით, ახალი პროექტის განხორციელება რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დაკვეთით  აშენებს. პროექტის ღირებულება 99 448 408 ლარია. მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესში 500 ადგილობრივი დასაქმდება.

ამავე კატეგორიაში