მძიმეა რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 45 წლამდე ასაკის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საზღვაო ჰოსპიტალის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში ჩავარდა.

დაშავებული კლინიკა “მედინაშია” გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ, ჯანმრთელობის ნაკლებად ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.